შპს - ევროპის უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წლის 03 ივლისს. სხვადასხვა დროს აღნიშნული უნივერსიტეტი ასევე ფუნქციონირებდა შემდეგი სახელწოდებებით:
აკრედიტაცია/ავტორიზაცია:
საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესის განხორციელება, ხოლო 2010 წლის სექტემბრიდან გაუქმდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიების გაცემისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების პროცესი და დაიწყო საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
*2007 წლის 19 ნოემბრს შპს - თამაზ მუხაძის სახელობის უნივერსიტეტ "ივერიას" უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. თუმცა, შპს - თამაზ მუხაძის სახელობის უნივერსიტეტ "ივერიას" მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.
**2009 წლის 17 დეკემბრს შპს - თამაზ მუხაძის სახელობის უნივერსიტეტ "ივერიას" უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.