შპს - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ

საიდენტიფიკაციო კოდი: 208215509 ტიპი: უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საფეხური: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ერთსაფეხურიანი ელ. ფოსტა: info@seu.edu.ge ტელ. ნომერი: 995322900000 ავტორიზაციის მიმდინარე სტატუსი: ავტორიზებული საარქივო დოკუმენტაცია ინახება: წინანდლის ქ. №9, თბილისი, საქართველო ვებგვერდი: https://www.seu.edu.ge/
logo
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 14.12.2001-15.09.2005 სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 24.12.2009-24.12.2014 სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 24.12.2014-01.07.2021 გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 23.06.2021-23.06.2027 გადაწყვეტილება

დაწესებულების ისტორია

შპს -  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ დაარსდა 2001 წლის 19 ნოემბერს. ხვადასხვა დროს უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა შემდეგი სახელწოდებებით:

  • შპს -  ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • შპს -  სასწავლო უნივერსიტეტი სეუ;
  • შპს -  სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი სეუ.

აკრედიტაცია/ავტორიზაცია:

საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესის განხორციელება, ხოლო 2010 წლის  სექტემბრიდან გაუქმდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიების გაცემისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების პროცესი და დაიწყო საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.  

*2005 წლის 15 თებერვლს შპს -  ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე, თუმცა აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.  

**შპს -  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ უფლებამოსილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტებისთვის განეხორციელებინა სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები 2001 წლის 17 დეკემბრიდან 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე, 2009 წლის 24 დეკემბრის შემდგომ.  

 

PDF-ის ექსპორტი ბოლო განახლების თარიღი: 2026-04-16 07:03:59