შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637 ტიპი: უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საფეხური: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ერთსაფეხურიანი ელ. ფოსტა: ciu@ciu.edu.ge ტელ. ნომერი: 995322022115 ავტორიზაციის მიმდინარე სტატუსი: ავტორიზებული საარქივო დოკუმენტაცია ინახება: ჩარგლის ქ. № 73, თბილისი 0141, საქართველო ვებგვერდი: https://ciu.edu.ge
logo
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 30.06.1995-15.09.2005 სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 08.02.2005-15.09.2007 სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 19.11.2007-19.11.2012 სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 19.11.2012-19.11.2018 გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 14.11.2018-14.11.2024 გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ აღიარებული პერიოდი: 13.11.2024-13.11.2030 გადაწყვეტილება

დაწესებულების ისტორია

შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წლის 30 ივნისს. სხვადასხვა დროს აღნიშნული უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა შემდეგი სახელწოდებებით: 

  • შპს -  "კლინიცისტი;"
  • შპს -  სამედიცინო ინსტიტუტი "კლინიცისტი“- სამედიცინო კოლეჯი "მკურნალი";
  • შპს - სამედიცინო ინსტიტუტი "კლინიცისტი".

აკრედიტაცია/ავტორიზაცია:

 საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესის განხორციელება, ხოლო 2010 წლის  სექტემბრიდან გაუქმდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიების გაცემისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების პროცესი და დაიწყო საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. 

შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2012 და 2018 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (უნივერსიტეტი) სტატუსი. ხოლო, 2019 წელს  სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განისაზღვრა 7400 სტუდენტით.

შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიაა: შექმნას თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო გარემო ინოვაციური მეთოდების დანერგვით, ინტერკულტურული განათლებითა და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებით. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე თაობის აღზრდას, რომელთაც შეუძლიათ წვლილის შეტანა მდგრადი განვითარების გამოწვევების დაძლევაში.

 

PDF-ის ექსპორტი ბოლო განახლების თარიღი: 2025-01-30 12:08:09