შპს - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წლის 16 ივლისს. სხვადასხვა დროს აღნიშნული უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა შემდეგი სახელწოდებებით:
აკრედიტაცია/ავტორიზაცია:
საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესის განხორციელება, ხოლო 2010 წლის სექტემბრიდან გაუქმდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიების გაცემისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების პროცესი და დაიწყო საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.